გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ახალი კონსტიტუცია საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის გაცილებით მაღალ სტანდარტს ქმნის

23-03-2018

„ორი მთავარი რამით არის გამორჩეული საკონსტიტუციო ცვლილებები: პირველი, რომ ქმნის გაცილებით მაღალ სტანდარტს დემოკრატიისთვის და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის, მათ შორის, პარტიული ჩართულობით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეორე, ზრდის უსაფრთხოების გარანტიებს ქვეყნის მომავალი წინსვლისთვის. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა თავში არის ჩამოყალიბებული, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა მეორე თავში, რომელიც კონკრეტულად, ადამიანის უფლებებს ეძღვნება, ისევე როგორც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობის ძლიერი გარანტიები"-ასე შეაფასა დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო.


მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებას და ამის მაგალითია შშმ პირებზე, ჯანდაცვის უფლებაზე, განათლების უფლებაზე, ბავშვთა უფლებებზე, ღირსეული საცხოვრისის უფლებაზე ისეთი აქცენტები, როგორიც აქამდე არც ერთ კონსტიტუციაში არ ყოფილა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930