გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
3 გარდაცვლილი და 239 ინფიცირებული – სომხეთი გუშინდელ ანტირეკორდს აუმჯობესებს

16-05-2020

განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსი 239 კაცს დაუდგინდა, 55-ით მეტს, ვიდრე გუშინ.
 
დღის განმავლობაში ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა სომხეთში პირველად დაფიქსირდა.
 
სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 4 283 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.
 
კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 1 447 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.
 
განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა.
 
სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 55 კაცი.
 
კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,28%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 18,6-ს.
 
სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 22 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ. რიგ ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში კი ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგთა რჩევებს და გარდაცვლილებში აღრიცხავენ არა მხოლოდ მათ, ვისაც კორონავირუსი დადგენილი ჰქონდა, არამედ მათაც, რომლების ტესტის ჩატარებამდე, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიპმპტომებით გარდაიცვალნენ.
 
სომხეთში, განვლილ 24 საათში, 125 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 1791 კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 41,82%-ია.
 
დღემდე, სომხეთში, 39 005კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 13180-ს ყოველი მილიონიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930