გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ზოოპარკი გაიხსნა

16-05-2020

თბილისის ზოოპარკი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის „ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

 

"და აჰა, ეს დღეც დადგა და ზოოპარკიც გაიხსნა. 

ეს ფოტო ადრე გადავიღეთ და ახლა ამოვქექეთ, გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენს დღევანდელ, ადამიანურ რეალობას ასახავს ერთგვარად. ვოლიერში რაღაცას ვაკეთებდით და ლომები გარკვეული დროით სახლში გვყავდა გამოკეტილი. რომ მოვრჩით საქმეს, გავუღეთ. მერე ასეთი სახეებით, ნელ-ნელა დაიწყეს გამოსვლა - ცოტა სიფრთხილით, ცოტა შიშით, ცოტა ცნობისმოყვარეობით, ცოტა ცქმუტვით. ჩვენც ასე ვართ დღეს. ნელ-ნელა გამოვდივართ - ცოტა სიფრთხილით, ცოტა შიშით, ცოტა ცნობისმოყვარეობით, ცოტა ცქმუტვით..."-ნათქვამია ზოოპარკის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930