გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაკისტანის დედაქალაქის ეროვნულ პარკში ლეოპარდები გამოჩნდნენ

16-05-2020

​კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო დაცარიელებულ ისლამაბადში ლეოპარდები შენიშნეს. ამის შესახებ AFP წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პაკისტანის დედაქალაქში მდებარე მარგალა ჰილისის ეროვნულ პარკში ველურ ცხოველთა აქტივობა სწორედ კარანტინის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა. ლეოპარდებს და ტურებს პარკში დამონტაჟებული ფოტო-ხაფანგები აფიქსირებენ, რომლებიც მოძრაობაზე რეაგირებენ.

პარკის თანამშრომლები განმარტავენ, რომ ვიზიტორების გარეშე ცხოველები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ და მთებიდან პარკში თავისუფლად ჩამოდიან. მათივე თქმით, 1-თვიანი კარანტინის შემდეგ პარკში პეპლების ახალი სახეობაც გამოჩნდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930