გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა იმნაძე: ბოლნისი არის მინიმოდელი, თუ რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობის ნაწილს რომ არ დაეჯერებინა კორონავირუსის არსებობა

16-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახით, ჩვენ გვაქვს საქართველოში მაგალითი იმისა, თუ რა ხდება, როცა ადამიანების ნაწილს არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ანატომია“.

„ესაა მუნიციპალიტეტი, სადაც დღემდე შემთხვევების საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. ესაა მინიმოდელი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოში, მოსახლეობის ერთ ნაწილს რომ არ დაეჯერებინა კორონავირუსის არსებობა. მართალია, პიკი გადავლახეთ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. თუ ქვეყნის გახსნის დროს ყველას დაგვავიწყდება, რომ კორონა არ გამქრალა და ის ისევ ჩვენ გვერდითაა, სიტუაცია შეიცვლება. ახლა სახელმწიფო რეგუაციების დრო მცირდება და იწყება ჩვენი, ადამიანების პირადი პასუხისმგებლობის მატების დრო“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930