18-05-2020
დღეიდან დახურულ და ღია სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებაზე შეზღუდვა იხსნება, თუმცა ეს შეზღუვა ავტროტრანსპორტით გადაადგილების დროს ძალაში რჩება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ამ შეზღუდვას ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი აქვს, რის გამოც ჯერჯერობით არ მოიხსნება.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება 7 მაისს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე მიიღეს.