გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუზეუმების საერთაშორისო დღე Google-მა საქართველოს განსაკუთრებულად მიულოცა

18-05-2020

მსოფლიოს უდიდესმა კულტურულმა გაერთიანებამ- გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკუთარ ონლაინ პლატფორმაზე საქართველოსადმი მიძღვნილი საგანგებო გამოფენა ჩატვირთა.

გუგლისათვის დამახასითებელი სპეცეფექტების გამოყენებით მომზადებულ ონლაინ გამოფენას „სამეფო საგანძურის დაბრუნება“ ეწოდება და ეძღვნება ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზის უნიკალურ პორტრეტს. ერთი ნამუშევრისადმი მიძღვნილი ასეთი მასშტაბური ონლაინ გამოფენა კავკასიის რეგიონში გუგლმა პირველად მოამზადა.

ამ თემაზე გუგლის სპეციალისტებთან ერთად ხელოვნების სასახლის თანამშრომლები რამდენიმე თვე მუშაობდნენ. გამოფენაზე მოყოლილია უნიკალური პორტერტის თავგადასავალი, მისი შექმნისა და დაკარგვის ისტორია. საგანგებოდ აღნიშნულია, რომ პორტრეტი საქართველოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დაუბრუნა.

ონლაინ გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება აქვს შეიხედოს პორტრეტის შიგნითაც, ნახოს ულტრაისფერი და ინფრაწითელი სხივებით გადაღებული ფოტოები, სადაც კარგად მოჩანს პორტრეტის საუკუნოვანი წარსული, დაზიანებისა და რესტავრაციის კვალი. ქართლ-კახეთის მეფის პორტრეტი მსოფლიოში სახელგანთქმული XVIII საუკუნის მხატვრის ალექსანდრე ანტროპოვის მიერაა შექმნილი და იგი ძალიან დიდხანს დაკარგულად ითვლებოდა.

ნახატი ირანში 1819 წელს თეიმურაზის შვილიშვილს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულ ალექსანდრე ბატონიშვილს უნდა წაეღო, მისი სიკვდილის შემდეგ კი პორტრეტი ევროპაში გაიგზავნა და გარკვეული პერიოდი გერმანიის საიმპერატორო ოჯახის ერთ-ერთი წევრის პირად კოლექციაში ინახებოდა. შედევრად აღიარებული ფერწერული ტილო 2018 წელს ფონდმა ქართუმ ლონდონის ერთ-ერთ აუქციონზე შეისყიდა და ხელოვნების სასახლეს -კულტურის ისტორიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა.

 ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930