19-05-2020
იურისტი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდება, ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი იქნება და საქართველოს შეეძლება რუსეთს ულტიმატუმები იქეთ წაუყენოს.
ეს განცხადება ვალერი გელბახიანმა გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში 2013 წლის ნოემბერში გააკეთა.
„საქართველოს აქვს შანსი, იქით წაუყენოს რუსეთს ულტიმატუმები - თუ შენ გინდა, რომ საქართველო გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი, მაშინ რუსეთმა კეთილი ინებოს და ჩვენი ტერიტორიები დააბრუნოს. საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, რა უფრო უღირს სამომავლოდ საქართველოს სახელმწიფოს, ის, რომ სამუდამოდ დაკარგოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, თუ რუსეთის ხელითვე დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები.
არაფერი დამღუპველი ევრაზიულ კავშირში არ იქნება. თუ რუსეთი დაიშლება, ავტომატურად ეს კავშირიც დაიშლება და გამთლიანებული საქართველო ამ კავშირიდან გამოვა“-განაცხადა გელბახიანმა.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელბახიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იძებნებოდა და უცხოეთში აფარებდა თავს, რამდენიმე თვის წინ უკრაინაში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეწვია.
P.S. მასალა მომზადებულიასაინფორმაციო სააგენტო newspress.ge-ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით