19-05-2020
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული წვენი ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა.
სააგენტოს ხელშეწყობით კომპანიამ ჩინელ პარტნიორებთან ბიზნესკავშირები ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე China Import Expo დაამყარა, ხოლო აზერბაიჯანელ შემსყიდველებთან მოლაპარაკებები Gulfood 2020 შედგა, რომელიც 2020 წლის თებერვალში ქ. დუბაიში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიამ 20 ათასი ლიტრი წვენის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში, ხოლო ჩინეთში 3 კონტეინერი გაიგზავნა და ასევე, დაგეგმილია ივნისის დასაწყისში დამატებითი 3 კონტეინერის ექსპორტზე გატანა.
ამ ეტაპზე, ქართული კომპანია მოლაპარაკებებს კატართან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.