გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება გრძელდება

19-05-2020

სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები მოსახლეობის მასობრივ PCR ტესტირებას ახორციელებენ. სოფელში იმყოფებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიურ ნიმუშებს უღებენ.

PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

მუშევანში რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალისტებმა 500-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. 304 გამოკვლეული ნიმუშიდან კორონავირუსი 45 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყველა მათგანი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადის მკურნალობას. გუშინ სოფლიდან აღებული 130 ნიმუშის პასუხს ელოდებიან, დღეს კი მედიკოსებმა სულ 85 საკვლევი მასალა აიღეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 151 შეადგინა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 66 პირი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

,,მუშევანში PCR ტესტებით მოსახლეობის შემოწმება აქტიურად მიმდინარეობს. გუშინ მედიკოსებმა სოფლიდან 130 ბიოლგიური ნიმუში აიღეს, რომელთა პასუხებსაც ამ დრომდე ველოდებით. სოფელში სტაბილური სიტუაციაა, მოსახლეობისგან ნიმუშების აღება ეტაპობრივად ხდება. დღეს სოფელში ლუგარის კვლევითი ცენტრის სპეციალისტები კვლავ იმყოფებიან, რომლებთან ერთად ჩვენ სამოქმედო გეგმაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930