20-05-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 713 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3914 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 340 ადამიანი რჩება.