20-05-2020
„კორონავირუსი არსად გამქრალა, ის ჩვენ გვერდით ყოფნას აგრძელებს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„სანამ კორონა იქნება და ვიდრე მის დასამარცხებლად ეფექტური სამედიცინო საშუალება არ გვექნება, ბრძოლის წესად ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცია, ხალხმრავალი თავყრილობებისგან თავის არიდება და ხელის ჰიგიენა რჩება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.