20-05-2020
მოსკოვთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. სამხედრო-სასწავლო ფრენისას, სამხედრო ვერტმფრენი МИ-8 ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
უცხოური მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა.
კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე საბრძოლო აღჭურვილობა არ იყო.