20-05-2020
საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლები მუშაობას 21 მაისიდან COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ.
შენობაში შესვლისას მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა.
ასევე, პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია (ც კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო ბ კორპუსის, მე-2 და მე-3 სართულები). მედიის წარმომადგენლების და მათი რესპონდენტების კომუნიკაციისას ასევე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია. დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ისინი განთავსდებიან სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში. ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკომიტეტო და პლენარული სხდომების, ასევე ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ტრანსლირება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.parliament.ge.
შეგახსენებთ, რომ საკანონდებლო ორგანოში პერიოდულად ტარება სადეზინფექციო ღონისძიებები. შენობის სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებულია სპეციალური სადეზინფექციო სითხეები.