გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კიდევ ერთ განკურნებულ პაციენტს Covid 19 ხელახლა აღმოაჩნდა

20-05-2020

,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს Covid-19 მეორედ დაუდგინდა.

 

პაციენტი 6 მაისს გადაიყვანეს ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინე ზონაში, იგი გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა.

 

წუხელ ღამით კი PCR ტესტმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსი ორგანიზმში ისევ აქვს.

 

„რაც ინფექციურ საავადმყოფოდან საკარანტინე ზონაში გადმომიყვანეს ორი დღე მქონდა ტემპერატურა, სხვა რაიმე სიმპტომი არ აღმენიშნებოდა. დღეს დილით უნდა დამეტივებინა საკარანტინე სივრცე და წუხელ ღამით დადებითი აჩვენა PCR-მა”, – გვიყვება ინფიცირებული პაციენტი.

 

ცნობისთვის, პაციენტს კორონავირუსი პირველად 14 მარტს დაუდასტურდა. იგი ერთ-ერთი კლინიკის მედიკოსია.

 

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ საჩხერის საავადმყოფოში გამოჯანმრთელებულ კიდევ ერთ პაციენტს ვირუსი მეორედ დაუდგინდა.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031