გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება

20-05-2020

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მშენებლობა  60 მოსწავლეზე. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ახორციელებს და მასზე 1 094 750 ლარი დაიხარჯება..

საჯარო სკოლის შენობა, სადაც ამჟამად სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 1882 წელს საქართველოში წერა - კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაარსა.  შენობა ძველია  და შესაბამისად  სწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურაც  მოუწყობელი.

თანამედროვე სტანდარტების   ახალი შენობა სასწავლო პროცესის  გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.  სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას კასპის მუნიციპალიტეტში ერთერთი პრიორიტეტია. ახალი სკოლები შენდება  სოფელ კოდისწყაროსა და ხოვლეში - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031