გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უვიზო მიმოსვლის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრები უმაღლეს სასწავლებლებსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაიმართა

24-03-2018

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

19-23 მარტს, კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დედაქალაქშიც მიმდინარეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციოცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები თბილისის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს შეხვდნენ.


შეხვედრები გაიმართა 5 უნივერსიტეტში: საქართველოს ტექნიკურ, სოხუმის სახელმწიფო, აღმოსავლეთ ევროპის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო დაგრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებში. შეხვედრებს 230-მდე სტუდენტი დაესწრო.


კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის პარალელურად შეხვედრები რეგიონებში გაგრძელდა. მიმდინარე კვირაში შეხვედრები გაიმართა სამეგრელოში, აჭარაში,გურიასა და ქვემო ქართლში, მათ შორის ზუგდიდში, წალენჯიხაში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ქობულეთში, ახალციხეში, გარდაბანში, რუსთავში,ბოლნისსა და მარნეულში, ასევე ახალციხეში. აღნიშნულ რეგიონებში საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა 15 შეხვედრა გამართესდა 830-მდე ადამიანს შეხვდნენ.


კამპანიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის წესებს. შეხვედრებზე ყურადღებაგამახვილდა იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომელიც უკავშირდება როგორც წესების დარღვევას, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღებისპროცედურების არამართლზომიერად გამოყენებას. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რასაც სახელმწიფო უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევისპრევენციისთვის გეგმავს.


საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთანთანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031