20-05-2020
„პოლიციის ქმედება 20 ივნისს იყო სამართლებრივი რეაგირება პოლიციისა იმ ქმედებებზე, რასაც ოქრუაშვილის მონაწილებით ჩადიოდა საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯგუფი - პარლამენტში შემოჭრა. „ვაიძულეთ“ მხოლოდ ფიგურალურად შეიძლება ითქვას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რითიც ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 20 ივნისის მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„სამართლებრივად ეს სწორედ ის არის, რაც უნდა მომხდარიყო ამ შემოტევის შემდეგ. სამწუხაროდ, ასეთი ხარისხის დაპირისპირების დროს ადამიანების დაშავება არ არის ახალი არც განვითარებული დემოკრატიებისთვის. ვიცით, რა ხდებოდა ევროპაში, მაგრამ მისი მხრიდან ასეთი ნაწილობრივი აღიარება არის სწორედ ის, რამაც გააღიზიანა ამ პოლიტიკური მედიასაშუალების შემადგენლობა“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.