გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში ტერმინი „პოლიტპატიმრები“ ნახსენები არ არის

20-05-2020

„ანგარიში დაიწერა ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე და იმ ვალდებულებაზე, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული. დოკუმენტში პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ მთლიანობაში ანგარიში შეფასებულია, როგორც პოზიტიური ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით და აღნიშნულია ის პროგრესი, რომელიც მიღებულია რეფორმებისა და საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. ეს არის ის რითაც იწყება ანგარიში“, - ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ.

მისივე თქმით, ანგარიშში ისინი მიესალმებიან სასამართლო სისტემის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით, წინ გადადგმულ ნაბიჯებს თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ არის ხარვეზები, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს.

„ვთანხმდებით, რომ ანგარიში არის პოზიტიური. არ შეიძლება არდაფასება იმ რეფორმების და იმ საქმიანობის რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

რაც შეეხება ტერმინს „პოლიტპატიმრები“ ანგარიშში მსგავსი ნახსენები არ არის.

„განცხადება გაკეთდა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ და არა სხვადასხვა ევროპარლამენტარების მიერ და ისიც მას შემდეგ, როდესაც ძალიან პოზიტიური შეფასებები მოჰყვა სხვა ევროპარლამენტარების მხრიდან. ერთ-ერთმა დეპუტატმა მოუწოდა თავის კოლეგებს, რომ მხოლოდ ერთ წყაროს ნუ დაეყრდნობიან და სანამ არ იქნება მათი ინფორმაცია გადამოწმებული, მანამ ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და კიდევ უფრო მეტად ახდენს ისედაც პოლარიზებული ძალების პოლარიზებას“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031