გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20-05-2020

ქალაქ ახალციხეში, სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 3 სანიაღვრე არხის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება თამარაშვილის ქუჩიდან მდინარე ფოცხოვამდე არსებულ, 232 მ სიგრძისა და 2,20 მ სიგანის ღია სანიაღვრე არხს;

ეწყობა ე.წ „მლაშიხევის“ დახურული სანიაღვრე წყალშემკრები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 80 მეტრი სიგრძის, 4 მეტრი სიგანისა და 2 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა.

დახურული კოლექტორი ეწყობა რუსთაველის ქუჩაზეც, რომლის სიგრძე 50 მეტრი, სიგანე და სიმაღლე კი 2-2 მეტრი იქნება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებეთან ერთად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი და ამორტიზებული სანიაღვრე არხები პრობლემებს განსაკუთრებით უხვი ნალექის მოსვლის დროს ქმნიდა. პროექტების დასრულების შემდეგ კი, მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემები სრულად მოგვარდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031