20-05-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, სურგულაძის, ლომინაძის, ჟორდანიას და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე, 11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლები.