გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა წესები უნდა დაიცვან ონკოპაციენტებმა კორონავირუსის პანდემიის დროს

21-05-2020

ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა ხშირად იწვევს იმას, რომ პაციენტის იმუნური სისტემა სხვაგვარად მუშაობას იწყებს (როგორც წესი, უფრო ცუდად, მაგრამ ზოგჯერ ძალიან აგრესიული ხდება, რაც ორგანიზმისთვის კარგი სულაც არ არის). ამიტომაც დიდ ბრიტანეთში ფილტვის კიბოს ქიმიოთერაპიით ან სხივური თერაპიით მკურნალობისას ადამიანებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს მიაკუთვნებენ. ამ კატეგორიაში შედიან ისინიც, ვინც იმუნოთერაპიის კურსს გადიან და მონოკლონალურ ანტისხეულებს, PARP ინჰიბიტორებს ან იმუნოდეპრესიულ საშუალებებს იღებენ. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ნიუანსები არსებობს. მაგალითად, უცნობია, სინამდვილეში რა გავლენა შეიძლება იქონიოს იმუნოთერაპიამ ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარებასა და მის მიმდინარეობაზე, მაგრამ გონივრულია მოსაზრება, რომ ეს შეიძლება ნამდვილად საშიში იყოს.


ანალოგიურ საფრთხეში არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ძვლის ტვინი ან ჰემატოპოეზის ღეროვანი უჯრედები გადაინერგეს. იმუნური სისტემა ცუდად მუშაობს ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების დროსაც. მაგალითად, ეს არის ლეიკემია, ლიმფომა და მიელომა. 


ამ ყველაფრის შედეგად, ადამიანი ინფექციური დაავადებებისადმი მგრძნობიარე ხდება და (ან) მათ შემთხვევაში COVID-19 რთულად მიმდინარეობს. სხვათა შორის, თუ თქვენ ენდოკრინული თერაპიის კურსს იტარებთ, როგორც წესი, ამ დროს პრობლემები არ წარმოიქმნება. ეს პროცედურა იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე ცუდად არ მოქმედებს.


თუ ონკოლოგიური დაავადება წარსულს ჩაბარდა და ადამიანი რემისიის პროცესშია, მაშინ იმუნური სისტემა თანდათან ნორმალურ დონეს უნდა დაუბრუნდეს. მაგალითად, სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ ქიმიოთერაპიის დასრულებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში რისკი განსაკუთრებით მაღალია.


თუ თქვენ COVID-19-ის სიმპტომები გაქვთ, მიმართეთ ექიმს!


თუ თქვენ ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები გამოგივლინდათ, თქვენს ექიმს აცნობეთ. დაღლილობა და მომატებული ტემპერატურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ COVID-19- ის სიმპტომები, არამედ ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შედეგი. თუმცა უმჯობესია, ეს საკითხი ონკოლოგთან განიხილოთ. ამ შემთხვევაში, ექიმთან დაუყოვნებლივ ჩაწერა და ვიზიტის დანიშვნა ნამდვილად არ ღირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობის შესახებ მას არ გააფრთხილებთ. სპეცილისტების განმარტებით, ყველაზე უსიამოვნო, რაც შეიძლება ამ დროს მოხდეს არის ის, რომ თუ ინფიცირებული პაციენტი თავის სიმპტომებზე წინასწარ არაფერს იტყვის, ის მთელ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს დააინფიცირებს. 


ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოვლენისას, შესაძლოა, თქვენ მხოლოდ ოჯახის წევრებისგან იზოლაცია დაგჭირდეთ. თუმცა ხანდახან ჰოსტიპალიზაციაც საჭირო ხდება. ამიტომაც უმჯობესია წინასწარ ჩაალაგოთ ყველაფერი, რაც შეიძლება საავადმყოფოში დაგჭირდეთ: 


-    საგანგებო კომუნიკაციისთვის საჭირო კონტაქტების ჩამონათვალი;
-    იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც თქვენ იღებთ (აქვე უნდა მიუთითოთ მიღების სიხშირე და დოზა);
-    ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორიც არის კბილის ჯაგრისი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, მედიკამენტები.


როგორც წესი, ასეთ სიტუაციაში რეკომენდებულია ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შეჩერება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა კიდევ უფრო ცუდად დაიწყებს მუშაობას და სერიოზული გართულებების რისკი მეტად გაიზრდება. როდის უნდა განახლდეს მკურნალობა, საკამათო საკითხია. ზოგიერთი ონკოლოგი COVID-19-ისგან სრულად გამოჯანმრთელებიდან ორი კვირის გასვლას ელოდება, სხვებისთვის კი ახალი კორონავირუსის ტესტის ერთი უარყოფითი პასუხიც კი საკმარისია.


უსაფრთხოების რა ზომები უნდა დაიცვას ონკოლოგიურმა პაციენტმა? 


ონკოლოგიურმა პაციენტმა უსაფრთხოების უფრო გამკაცრებული ძირითადი ზომები უნდა დაიცვას: 

-    ხელები სწორად დაიბანეთ და ფრჩხილები მოკლედ დაიჭერით (გრძელი ფრჩხილების პირობებში ხელის კარგად დაბანა უფრო რთულია); 
-    დარჩით სახლში და თუ გარეთ გახვალთ, ხალხს მოერიდეთ. ორი მეტრის ან უფრო მეტი დისტანცია საუკეთესო ვარიანტია. სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოება თვლის, რომ თქვენი ოჯახის წევრებმაც იგივე წესები უნდა დაიცვან. თუ ისინი ამას ვერ ახერხებენ, მათგან იზოლაციაში უნდა იყოთ. მაგალითად, საკუთარ თავს ერთი ოთახი გამოუყავით და შეეცადეთ, ოჯახის სხვა წევრებს არ მიუახლოვდეთ. ხშირად გაანიავეთ სახლი, ზედაპირებს დეზინფექცია ჩაუტარეთ და მხოლოდ თქვენთვის გამოყოფილი პირსახოცით ისარგებლეთ. 
-    არ ეკონტაქტოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები აქვთ. 


თუმცა შესაძლოა, ექიმმა სხვა რეკომენდაციაც გასცეს. მაგალითად, თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ისედაც შეზღუდულია, შეიძლება დამატებითი შეზღუდვა მოიხსნას. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს სპეციალური რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ თქვენ სამედიცინო ნიღაბი ან რესპირატორი უნდა ატაროთ, თუ გრიპის ან ახალი კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები არ გაქვთ. თუმცა ზოგიერთი ექიმი ასეთ რეკომენდაციასაც გასცემს.


ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ და თუ შესაძლებელია, მკურნალობა გადადეთ


სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი დღეს განსაკუთრებით საშიშია. აქ ადვილად შეიძლება დაინფიცირდეთ ახალი კორნავირუსით, რაც განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საშიში. ამიტომაც თუ სამედიცინო კონსულტაცია შეგიძლიათ დისტანციურად მიიღოთ, უმჯობესია ასე მოიქცეთ.


როგორ მოვემზადო დისტანციური კონსულტაციისთვის? 


მოცემულ სიტუაციაში ექიმი მაქსიმალურად შეეცდება, თქვენი ვიზიტი უკეთესი დროისთვის გადადოს ან ისინი უფრო ხანმოკლე და იშვიათი გახადოს. ეს თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ვიზიტი მაინც აუცილებელია, უმჯობესია სამედიცინო დაწესებულებაში თანმხლები პირების გარეშე მიხვიდეთ (მათ შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ). თუმცა ექიმის დანიშნულების ან რეცეპტის მიღება თქვენ ნაცვლად თქვენ ჯანმრთელ ახლობელს ნამდვილად შეუძლია. ეს ეხება ნარკოტიკულ პრეპარატებსაც, მაგრამ თქვენს ჯანმრთელ ნათესავებს ხშირად შეუძლიათ მიიღონ რეცეპტები და მედიკამენტები თქვენთვის. ეს ასევე ეხება ნარკოტიკულ საშუალებებს. 


ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ დიაგნოსტიკის გადადებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ წინასწარი გამოკვლევების დროს დადგინდება, რომ დაავადება სწრაფად არ პროგრესირებს. ასევე შეგიძლიათ მინიმალური დიაგნოსტიკური ტესტები ჩაიტაროთ. 


არსებობს მრავალი შემთხვევა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მკურნალობა გადაიტანოთ იმ დროისთვის, როდესაც მისი ჩატარება გაცილებით უსაფრთხო იქნება. თუ მკურნალობა პალიატიურია, მისი გადადებაც შესაძლებელია, რადგან ამ დროს ახალი კოროვირუსული ინფექციის განვითარების რისკები და ფატალური შედეგი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ამასთანავე, სავარაუდოდ, ადამიანი გარდაიცვლება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ნათესავები არ დაიშვებიან.


ხანდახან მკურნალობა შეიძლება კი არ გადაიდოს, არამედ შეიცვალოს


ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ქირურგიული ჩარევა მართლაც საჭირო იყოს, მაგრამ პოსტოპერაციის პერიოდზე COVID–19-ის დართვამ მსუბუქი მდგომარეობა გაართულოს. ამიტომაც სპეციალისტები ცდილობენ, მსგავსი სიტუაციები მაქსიმალურად აირიდონ. ამ კატეგორიაში არიან ფილტვის, კუჭის, საყლაპავის, პანკრეასისა და კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტები. აქედან გამომდინარე, ექიმს ზოგჯერ შეუძლია ალტერნატივის სახით პაციენტს ქიმიოთერაპია შესთავაზოს, თუ ის მოცემულ სიტუაციაში ნაკლებად საშიში ჩანს, ოპერაცია კი მოგვიანებით დანიშნოს.


ზოგჯერ შესაძლებელია პრეპარატების ინტრავენური შეყვანა ან მათი აბებით ჩანაცვლება. ჩვეულებრივ სიტუაციაში ზოგიერთ პაციენტს კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები ენიშნება. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იმუნურ სისტემას აღდგენასა და სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქიმიოთერაპიის გამო პაციენტს ინფექციის განვითარების ძალიან მაღალი რისკი აქვს. დღეს უკვე კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოება გვთავაზობს ასეთი წამლების დანიშვნას იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ისინი რეკომენდაციას უწევენ ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნასაც (ანტიბიოტიკები ეფექტიანი არ არის კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისთვის, მაგრამ შეუძლია ბაქტერიულ გართულებებს გაუმკლავდეს). აქვე იცის უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სანდო სამედიცინო ინფორმაციის მიღება. 

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930