გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

21-05-2020

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის და საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სკოლამდელ დაწესებულებაში გამოცხადებული არდადეგების მიუხედავად, აღსაზრდელები კუთვნილ პროდუქტს ოჯახებში მიიღებენ.

პროდუქტების გადაცემის პროცესში ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მერის წარმომადგენელთან ქალაქ ონში, ლევან შერაზდიშვილთან ერთად ჩაერთო. საკვები პროდუქტი დღეს 5-6 წლიანთა ჯგუფის 40 აღსაზრდელს გადაეცა.

საკვები პროდუქტების ამანათები დაჯგუფდა და მომზადდა ყველანაირი ჰიგინური ნორმების დაცვით, საბავშვო ბაღის პედაგოგიური კოლექტივისა და საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით.

პროდუქტების გადაცემა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ყველა აღსაზრდელს მოიცავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031