გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მცხეთა-მთიანეთში თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა გააცნეს

21-05-2020

საქართველოს რეგიონებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ შეხვედრებს მართავენ.

მორიგი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიმართა. ადგილობრივ ფერმერებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითრების სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ხუცაიძემ გააცნეს.

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა რგოლის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა თუ რამდენად პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ფერმერებისათვის.

„სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა თითოეული ფერმერისთვის, მიიღოს მხარდაჭერა სახელმწიფოსგან და განავითაროს საკუთარი მეურნეობა“ -განაცხადა კონსტანტინე ხუცაიძემ.


ანტიკრიზისული გეგმით ფერმერს შესაძლებლობა აქვს 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 850-დან 1700 ლარამდე სარგებელი მიიღოს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930