გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს 91 მლნ ევროზე მეტი გამოუყო

21-05-2020

მიმდინარე წლის 21 მაისს, საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტზე.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.

აღსანიშნავია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ნაწილია მსოფლიო ბანკთან პირველ მაისს გაფორმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმებისა, რომლითაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი (ეკვივალენტი ევროში 73.1 მლნ) გამოყო.

საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა შეადგენს 91,340,000 ევროს და მისი მიზანია, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა, მასზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება.

ჩვენი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისკენ და მოხმარდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდას, კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას, ასევე, COVID-19–ით უშუალოდ თუ არაპირდაპირი გზით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამითა და დროებითი ფინანსური დახმარების გაწევით.

პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930