გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადისლავ კრიკლი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას 1-ელი ივლისიდან ვგეგმავთ

21-05-2020

უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას 1-ლი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ უკრაინის ინფარასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, უკრაინამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან საერთაშორისო ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპრაკებები დაიწყო.
"1-ლი ივლისიდან ვგეგმავთ პირველი ფრენების დაწყებას საქართველო-უკრაინას შორის", - წერს ვლადისლავ კრიკლი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა ორი დღის წინ გამართა. შეხვედრაზე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გარდა, ეკონომიკის სხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის ორმხივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930