გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ლილუაშვილი: თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროზე ადრე გავხსნათ ეკონომიკის დარჩენილი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ

21-05-2020


თუ ჩვენ მოგვცემს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ დროზე ადრე გავხსნათ ეკონომიკის დარჩენილი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ სხვა ეტაპების დაჩქარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

„საკმაოდ შესამჩნევი იყო კონკრეტული განცხადებები თარიღებთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდებოდა, თუ როგორ იცვლებოდა ეს კონკრეტული თარიღები ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თითოეულ ამ თარიღზე, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის არსებულ ეპიდემიოლოგიურ გარემოსთან“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930