გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებული ორივე ახალი პაციენტის წყარო ცნობილია

22-05-2020

ბოლო 24 საათში დადასტურებული ორი ინფიცირებულიდან ერთია თეთრიწყაროს დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე - საკარანტინე სივრციდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„დღეისთვის კოვიდცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 267-ით აჭარბებს ამჟამად მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტების რაოდენობას. თუ ეს თანდათან გაიზრდება, არაჩვეულებრივი იქნება“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 723 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 495 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.

კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 316.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930