გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
20 დღიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სამშობლოში მალე დაბრუნდებიან

22-05-2020

მეკობრეების მიერ გატაცებული 30 აპრილს 9 ქართველი მეზღვაური რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდება.

„ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ მძიმე სიტუაციაში იჩენენ სამაგალითო სიმშვიდეს, რითიც მნიშვნელოვნად გვიწყობენ ხელს მუშაობაში,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 20 დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან.

თამარ იოსელიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მათი უსაფრთხოდ დაბრუნება სამშობლოში. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებისა და ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით. პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ჩვენ უშუალო კონტაქტზე ვართ ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში იქნეს გავლილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთფლობელი კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის,“ - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.

უკვე საქართველოშია მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი 4 მეზღვაური, რომელთა ქალაქ ლომედან წამოყვანისათვის საჭირო ნებართვების მისაღებად სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრეცენდენტო მოლაპარაკები აწარმოეს ტოგოს ხელისუფლებასთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930