გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 190 მლნ ევროს მიიღებს

22-05-2020

საქართველო აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად გამოყოფილი ფინანსური რესურსების მიღებას.

დღეს, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას 190 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებებით:

• 70 მილიონი ევრო გათვალისწინებულია სოციალური კეთილდღეობის პროგრამის დასაფინანსებლად, მათ შორის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

• 120 მილიონი ევრო - მიიმართება ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერისკენ

ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა გაელლე ასაიაჟმა და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930