გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყვარელში ფერმერებს მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა წარუდგინეს

25-03-2018

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ   გიორგი მიშელაძემ და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ქევხიშვილმა ადგილობრივ ფერმერებს   გააცნეს. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ   გიორგი მიშელაძემ და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ქევხიშვილმა ადგილობრივ ფერმერებს   გააცნეს. გიორგი მიშელაძის განცხადებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების თანახმად,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ანდა მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი.


გაშენებული ვაზის ჯიშების არანაკლებ 95% კი უნდა განეკუთნებოდეს ვაზის ნებადართულ ჯიშებს. პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს გადაეცემა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, კოოპერატივმა   უნდა უზრუნველყოს საწარმოს შენობა-ნაგებობისაშენება. გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930