გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტზე: იმერეთისთვის ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ადგილობრივია დასაქმებული

22-05-2020


ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთისთვის ამ პროექტის განხორციელება და მიმდინარეობის პროცესშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ადგილობრივები არიან დასაქმებული ძალიან ბევრი, ამ წლების განმავლობაში კიდევ ძალიან ბევრი დასაქმდება, - ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფოს რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
ზვიად შალამბერიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი, განხორციელების შემდეგ, შეამოკლებს გადაადგილებას, ეს იქნება საერთაშორისო ტვირთბრუნვა, ჩვენი ტურისტებისთვის, თუ ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.
„რა თქმა უნდა, პროექტის არქიტექტურული მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს იქნება ცალკე ატრაქცია ჩვენი ტურისტებისთვის, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სანახაობრივი იქნება ჯამში“, - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031