გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით მიმდინარეობს

23-05-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

სოფელ ლესაში წყლის რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი და სათავე ნაგებობა, რის შედეგადაც 500 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები 700 000 ლარით ფინანსდება.

ქალაქის 9 ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა. ამ დროისთვის სამუშაოები ებრალიძის, თავდიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე ტარდება. პროექტის ღირებულება 1 170 000 ლარს შეადგენს.

ქალაქის სამ ქუჩაზე (კუპრეიშვილი, კვირკველია, გორგასალი) დასრულდა მრავალბინიანი სახლების გადახურვა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 390 000 ლარი დაიხარჯა.

დასკვნით ეტაპზეა ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. რომელიც ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. ამ დროისთვის ეზოს კეთილმოწყობისა და გარე განათების სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე პროექტები ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ ადგილზე დაათვალიერეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930