24-05-2020
სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 6661 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.
კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 2 251 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.
განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა.
სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 81 კაცი.
სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 33 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ. რიგ ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში კი ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგთა რჩევებს და გარდაცვლილებში აღრიცხავენ არა მხოლოდ მათ, ვისაც კორონავირუსი დადგენილი ჰქონდა, არამედ მათაც, რომლების ტესტის ჩატარებამდე, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიპმპტომებით გარდაიცვალნენ.
კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,22%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 27,4-ს.
სომხეთში, განვლილ 24 საათში, 128 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 3 064 კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 46,00-ია.
ამჟამად სომხეთში კორონავირუსისგან განსაკურნ პირთა რაოდენობა არის 3 483
დღემდე, სომხეთში, 50 357 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 17015-ს ყოველი მილიონიდან.
შეგახსენებთ:
9 მაისს სომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთი შემთხვევათა ოდენობის გაორმაგების 15 დღიან ეტაპზე იმყოფებოდა და ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო 24 მაისს ინფიცირების 6350, ხოლო 8 ივნისს კი 12700 შემთხვევის დაფიქსირება.
“შეიძლება ჩვენ გადავიდეთ გაღრმავებულ სორტირებაზე, მაგალითად, როგორც სამხედრო მდგომარეობის დროს, როდესაც სამკურნალოდ მიიღებიან ის პაციენტები, რომელთაც აქვთ შანსი, რომ გადარჩნენ და პირიქით. არაა გამორიცხული, რომ უახლოეს დღებში ჩვენ ამაზე გადავიდეთ, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს ეს რომ არ მოხდეს”, – დაწერა მან ფეისბუქზე 22 მაისს