გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისინი, ვინც ჩინეთისგან კორონავირუსის გამო კომპენსაციას ელოდება, ოცნებობენ

24-05-2020

„ისინი, ვინც ჩინეთისგან კორონავირუსის გამო კომპენსაციას ელოდება, ოცნებობენ“, - ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ გააკეთა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.

ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის 84,084 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 4,638 ლეტალურად დასრულდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031