გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი, ტოროსიანის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ მედიამ განცხადება დაამახინჯა

24-05-2020

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, კორონავირუსის მონაცემების დაფარვასთან დაკავშირებით, თბილისში ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილავენ. მეგობარი ქვეყნის მინისტრს, არამეგობრული განცხადებისთვის ქართველმა ექიმებმა ბოდიშის მოხდისკენაც მოუწოდეს, თუმცა დღეს სომხური მხარე აცხადებს, რომ ტოროსიანის განცხადება მედიამ დაამახინჯა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი, საქართველოსთან დაკავშირებით, მინისტრის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, კომენტარი მედიამ კონტექსტიდან ამოჭრა.

"ტოროსიანმა სომხეთის და საქართველოს სისტემებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა, რაც სრულიად კონტექსტიდან იყო ამოჭრილი ადგილობრივი და ქართული მედიის მიერ. არ უარვყოფ, რომ საქართველოში უკეთესი შეზღუდვები იყო დაწესებული, უფრო ძლიერი და მკაცრი. პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით ანტიეპიდემიური სისტემა განსხვავდება ჩვენი სისტემისგან.

ჩვენი ანტიეპიდემიური სისტემა უფრო ძლიერი და უფრო პროფესიულია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეზობლებიც შეძლებენ გააძლიერონ საკუთარი სისტემები და ამგვარად, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით. იგივე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას,"- დაწერა საკუთარ სოციალურ ქსელში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა.

ოფიციალურ თბილისსა და ერევანს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა და სომხეთი, კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ეფექტურ ბრძოლას აღიარებს.

რუსთავი2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930