25-05-2020
522 გამოჯანმრთელებული, 730 კოვიდინფიცირებული, 326 - სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ, 3 076- კარანტინის რეჟიმში, 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი და 12 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში ეპიდსიტუაციის ბოლო მონაცემები.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 35 პაციენტი მკურნალობს, მათთგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კი, მხოლოდ 1 ინფიცირებული იმყოფება. კორონავირუსის დიაგოზით, იქ სულ 14 პაციენტია, ხოლო რესპუბლიკურ საავადმყოფოში 31 კოვიდინფიცირებული ჰყავთ, მათთაგან ერთი მართვით სუნთქვაზეა, დანარჩენი პაცინტების მდგომარეობა სტაბილურია და სამი მათგანის გაწერას ელოდებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.