25-05-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 731 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 300 ადამიანი რჩება.