გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება

25-05-2020

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები უქმდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებით, იხსნება კაფე-რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ბიბლიოთეკები.

ცხინვალის რეგიონში ამ დრომდე კოვიდინფიცირების 37 შემთხვევაა დადასტურებული. 30 მაისამდე დაკეტილია რუსეთთან ე.წ. საზღვარი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930