25-05-2020
ზამთრის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმის თაობაზე, რომ D ვიტამინის მიღება აუცილებელია. ის ორგანიზმში მხოლოდ გარკვეული პროდუქტების მიღების დროს ხვდება ან კანქვეშ მზის სხივების ზემოქმედებით გარდაიქმნება. სწორედ ამიტომ ზამთარში D ვიტამინის ნაკლებობა ან სულაც დეფიციტი აქტუალური ხდება.
D ვიტამინის ნორმა საკმაოდ საკამათო თემაა. ზოგიერთი მონაცემით, 20 ნგ/მლ-ზე ნაკლებმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, ოსტეოპოროზი, მოტეხილობის რისკის ზრდა და უფროსი ასაკის ადამიანების შემთხვევაში ხშირი წაქცევა გამოიწვიოს. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, 15-20 ნგ/მლ-ს დროს არანაირი სიმპტომი არ ვლინდება. ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ D ვიტამინის მინიმალური ზღვარი 30 ნგ/მლ-ია. თუმცა შედეგების ასეთ ინტერპრეტაციას სპეციალისტთა ნაწილი ინტერესთა კონფლიქტითაც ხსნის.
ხშირ შემთხვევაში, D ვიტამინის დეფიციტი ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა, ინფექციური და სხვა დაავადებების რისკს ზრდის. თუმცა იმის თქმა, რომ ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ზუსტად არის დადგენილი, ნაადრევია. კვლევების შედეგად დასტურდება, რომ D ვიტამინის დამატებითი ფორმით ან ბიოლოგიური დანამატების სახით მიღება ეფექტიანი ყოველთვის არ არის.
D ვიტამინის ეფექტიანობის დამადასტურებელი ყველაზე სარწმუნო მასალები ძვლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობს. ის უზრუნველყოფს ძვლის კალციუმითა და ფოსფორით გამდიდრებას, რაც ძვლის ზრდასა და მის მინერალურ სიმკვრივეზე მოქმედებს. დადგენილია ის ფაქტი, რომ D ვიტამინის დეფიციტი კუნთებისა და ძვლების პრობლემებს იწვევს. ამან შეიძლება ბავშვებში რაქიტის, ზრდასრულებში კი - ოსტეომალაციის პროვოცირება გამოიწვიოს. ამ დროს ძვალი უფრო მყიფე ხდება. ის დეფორმირდება, ამიტომაც ადამიანს მოტეხილობა აღენიშნება და კუნთები დუნდება.
D ვიტამინის დამატებით მიღება საჭიროა არამხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი უკვე ავად არის. მაღალი ხარისხის კვლევა, რომელიც პრეპარატის ეფექტიანობას დაადასტურებდა, ჯერჯერობით საკმარისი მაინც არ არის. თუმცა ამ მოსაზრებაში გარკვეული ლოგიკა ნამდვილად არსებობს.
რაქიტი და ოსტეომალაცია დღეისათვის უფრო მეტად განვითარებად ქვეყნებში არის გავრცელებული. განვითარებულ ქვეყნებში კი D ვიტამინის დეფიციტი, როგორც წესი, არც ისე სერიოზული პრობლემაა.
არის თუ არა რეკომენდებული D ვიტამინის შემცველი პრეპარატების პროფილაქტიკის მიზნით მიღება, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან ამ მიმართულებით ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კვლევაა ჩატარებული. დიდი ალბათობით, ეს პრეპარატები კარგი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოსტეოპოროზი და კალციუმის ნაკლებობა აქვთ. თუ ოსტეოპოროზი არ ფიქსირდება, არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომ D ვიტამინის მიღება მოტეხილობის რისკს შეამცირებს.
ძალიან რთული სათქმელია, მზეზე რამდენ ხანი უნდა გაატაროთ. ამან, ერთი მხრივ, მელანომის განვითარება არ უნდა გამოიწვიოს, მეორე მხრივ კი, საკმარისი რაოდენობით D ვიტამინი უნდა მიიღოთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია წელიწადის დრო, კანის შეფერილობა, მზისგან დამცავი კრემი და სხვა ფაქტორები. თუმცა ზოგიერთი მონაცემით, სრულიად საკმარისია, კვირაში 2-ჯერ მზეზე 5-დან 30 წუთამდე დაჰყოთ. ეს 10-დან 15 საათამდე შუალედში უნდა მოხდეს. მზეს უნდა მიუშვიროთ სახე, ხელები, ფეხები ან ზურგი. ზოგიერთი მოსაზრებით კი, ნაკლები დროც აბსოლუტურად საკმარისია. 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის პირდაპირი აბაზანის მიღება რეკომენდებული არ არის. ამ დროს აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის წასმა.
პროდუქტები, რომლებიც D ვიტამინს დიდი ოდენობით შეიცავს, არც ისე ბევრია. ძირითადად ეს არის ცხიმიანი თევზი (ორაგული, თინუსი, სკუმბრია, ქაშაყი, სარდინი) და მისი ღვიძლი. მცირე რაოდენობით D ვიტამინი არის სოკოში, საქონლის ღვიძლში, ყველსა და კვერცხის გულში. კვების რაციონის ჩამოყალიბება ისე, რომ ეს პროდუქტები რეგულარულად და საჭირო რაოდენობით მიიღოთ, არც ისე მარტივია.
დედის რძე ძალიან მცირე რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. ამიტომაც ბავშვები, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ძუძუთი კვებაზე არიან, მას არასაკმარისი რაოდენობით იღებენ, ამიტომაც მათ ხშირად რაქიტი უვითარდებათ. თუმცა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებსაც შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობა განუვითარდეთ, რის გამოც ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა გაითვალოს. თუ მზე და შესაბამისი საკვები საკმარისი არ არის, ექიმმა შეიძლება სამედიცინო პრეპარატები დანიშნოს.
ეს რთული საკითხია. ერთი მხრივ, ამ მეთოდის ეფექტიანობა დამტკიცებული არ არის. მეორე მხრივ კი, სამედიცინო ორგანიზაციები პროფილაქტიკის მიზნით, D ვიტამინის მიღებას რეკომენდაციას არც თუ ისე იშვიათად უწევენ.
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ დოზის შერჩევისას. D ვიტამინის ჭარბი ოდენობით მიღებამ შეიძლება ქრონიკული ინტოქსიკაცია, ძვლების დემინერალიზაცია და ნეფროკალცინოზი გამოიწვიოს.
ზუსტად ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა დოზა იწვევს მძიმე შედეგებს. თუმცა ითვლება, რომ ყოველდღიურად 100 მიკროგრამზე მეტი D ვიტამინის მიღება 9 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ტოქსიკურია. თუმცა ეს წესი არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძვლის პრობლემა აქვთ.
სჯობს, რომ ასე არ მოიქცეთ. ეს D ვიტამინის საწარმოებლად ნამდვილად კარგი საშუალებაა, მაგრამ სარისკო. აქ უნდა შეინარჩუნოთ ბალანსი სასარგებლოსა და საზიანოს შორის, რადგან სოლარიუმი კანის კიბოს განვითარების რისკს შეიცავს. თუმცა არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც გარკვეული დარღვევების დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით D ვიტამინის შემცველი პრეპარატებიც კი ეფექტიანი არ არის. თუმცა აქ ექიმის კონტროლი აუცილებელია.
თანამედროვე რეკომენდაციებით, ექიმი D ვიტამინის ანალიზს უნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. მაგალითად:
- ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ქუჩაში იშვიათად არიან;
- 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რადგანაც მათი კანი D ვიტამინს ცუდად გამოიმუშავებს;
- ცხიმის მალაბსორბციის მქონე ადამიანები;
- ადამიანები, რომლებმაც კუჭის შუნტირება გაიკეთეს;
- ოსტეოპოროზის, რაქიტის, სხვადასხვა მოტეხილობის მქონე ადამიანები;
- ჭარბი წონის მქონე ადამიანები.
ყველა ამ კატეგორიის წარმომადგენელს გამოკვლევა სჭირდება, რათა ექიმმა მკურნალობის შესაბამისი კურსი დანიშნოს.
თუ ექიმმა დაგინიშნათ, რა თქმა უნდა, კი. დანარჩენ შემთხვევაში კი თქვენზეა დამოკიდებული. ასეა თუ ისე, მუდამ გახსოვდეთ D ვიტამინით გაჯერებული პროდუქტები და ქუჩაში სეირნობა, განსაკუთრებით აპრილიდან ოქტომბრამდე D ვიტამინის მისაღებად საუკეთესო გზაა.