25-05-2020
სომხეთში კოვიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 პაციენტი გარდაიცვალა. ორივე მონაცემი რეკორდულია.
სომხეთში ლაბორატორიულად დადასტურებული COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7113-ს აღწევს, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ჯამურ მაჩვენებელს 1.46-ჯერ აღემატება. გარდაცვლილთა რაოდენობა 87-ს აღწევს რაც ასევე 1.42-ჯერ უფრო მეტია ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთად.
1 მლნ მოსახლიდან სომხეთში კორონავირუსი 2401 პირს დაუდასტურდა და ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში 35-ე პოზიციას იკავებს.