გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა "ციხის ბუნტის" დროს პატიმრები

25-05-2020

„საინტერესოა, რას ეტყვიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები "ციხის ბუნტის" საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის უფლების ნეგატიური ვალდებულების დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ უშუალოდ სახელმწიფომ მოკლა პატიმრები“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენებას ისმენენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების თაობაზე.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა "ციხის ბუნტის" დროს პატიმრები. საზოგადოებას აინტერესებს მაშინდელი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობა, მათი მორალური სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კვირაში, პლენარულ სხდომაზე ვიხილავთ მათ არაადეკვატურ, უპასუხისმგებლო, ცინიკურ განცხადებებს და დამოკიდებულებას. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება პოლიტიკური დებატების შესაძლებლობა და მოვთხოვთ პასუხს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930