გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ონკო ქეარით” დაზღვეულებს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურდა

25-05-2020

"ჯიპიაი ჰოლდინგმა” კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამის - ონკო ქეარის ფარგლებში, მხოლოდ ერთი წელის მონაცემებით, დაზღვეულებს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურა. პროგრამას “ჯიპიაი” მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვევ კომპანია Swees Re-სთან ერთად ახორციელებს.

სადაზღვევო პოლისი ონკო ქეარის დახმარებით , დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, დაზღვეულები კომპენსაციის სახით 150 000 ლარამდე თანხას იღებენ. მხოლოდ 2019 წლიდან დღემდე სოლიდური ანაზღაურება ჯიპიაიში ონკო ქეარით დაზღვეულმა 7-მა ადამიანმა მიიღო.

კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 150 000 ლარი კომპანიამ მხოლოდ ამ წლის განმავლობაში ორჯერ გასცა. გარდა ამისა დაზღვეულებმა ანაზღაურების სახით 100 000, 61 500, 50 000 და 12 500 ლარი მიიღეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა დაზღვეული პოლისის პირობების შესაბამისად საკმაოდ მაღალ კომპენსაციას იღებს, რაც ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ბესიკ ფესტვენიძე
, ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორი: “უკვე მეორე წელია კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა “ონკო ქეარი” დავიწყეთ და ამ ხნის განმავლობაში დაზღვეულებისთვის საკმაოდ სოლიდური კომპენსაცია გავეცით. ჩვენთვის ამ პროგრამას პირველ რიგში სოციალური დატვირთვა აქვს. ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის განკურნების შანსებს, ამიტომ ასეთი ტიპის სადაზღვევო პროდუქტის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაცილებით უფრო მშვიდად ხარ, როცა იცი რომ რისკები დაზღვეული გაქვს. ამ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ სოლიდური კომპენსაციები გავეცით, თითოეული დაზღვეულისთვის ეს თანხა ძალიან მნიშველოვანი იყო.შექმნილი მდგომარეობის გამო ეს ადამიანები კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დადგნენ, ჩვენ ამ პერიოდშიც კომპენსაცია 150 000 ლარის ოდენობით შეუფერხებლად გავეცით. ონკო ქეარის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ პირველ რიგში ხელმისაწვდომია და ამასთან, დაზღვეული ანაზღაურებას მხოლოდ დიაგნოზის საფუძველზე იღებს და თანხას თავისი საჭიროებების მიხედვით განკარგავს.”

უკვე მეორე წელია, ჯიპიაიმ კიბოს რისკებისაგან დაზღვევის პოლისი “ონკო ქეარი” ჩაუშვა . სადაზღვევო პოლისი ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს აზღვევს და ანაზღაურების სრულიად განსხვავებულ სისტემას გვთავაზობს - თუ დაზღვეულს დაავადება აღმოაჩნდება ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე გაიცემა კომპენსაცია, რომელსაც დაზღვეული თავისი სურვილისამებრ განკარგავს. პოლისის ღირებულება უაღრესად ხელმისაწვდომია - განსაკუთებით, დაბალ ასაკობრივ ჭრილში: მაგალითად, 0-24 წლამდე ასაკის პირებისთვის 150,000₾-იანი პოლისის ღირებულება თვეში მხოლოდ 5 ₾-ს შეადგენს.

პოლისით სარგებლობა შეუძლია 65 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს - აღსანიშნავია, რომ პოლისით მოსარგებლის 18 წლამდე შვილები ავტომატურად ერთვებიან დაზღვევაში დამატებითი პრემიის გადახდის გარეშე. დაზღვევის გასაფორმებლად არ არის საჭირო წინასწარი გამოკვლევების ჩატარება - პოლისის გამოწერა განაცხადის საფუძველზე უმარტივესი პროცედურით ხორციელდება.

პროგრამა სრულად არის მორგებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და ის სპეციალურად საქართველოსთვის „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და მსოფლიოს წამყვანი გადამზღვევი, შვეიცარული კომპანია Swiss Re-ს მიერ არის შემუშავებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930