25-05-2020
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად კახეთის რვავე რაიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სეტყვისგან დასაცავად სისტემამ 380 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა, დამუშავდა 2045 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასა.
რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასები დღის პირველი ნახევრიდან ეტაპობრივად გავრცელდა და სრულად მოიცვა რვავე მუნიციპალიტეტი.
კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსალოდნელი მარცვლის ზომამ 51 მმ-ს მიაღწია,ხოლო სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, რამდენიმე საათიანი აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ
მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.