გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრაზილიამ ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ს გაუსწრო

26-05-2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 807 პაციენტი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 23 473-ს მიაღწია. აშშ-ში კი ბოლო დღე-ღამეში 620 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამასთან, ბრაზილია ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 374 898 შემთხვევაა დადასტურებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031