გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
26 მაისის სისხლიანი სპეცოპერაციიდან 9 წელი შესრულდა

26-05-2020

2011 წლის 26 მაისის სისხლიანი სპეცოპერაციიდან 9 წელი შესრულდა.
საზოგადოებრივმა გაერთიანება „სახალხო კრებამ“ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 21 მაისს დაიწყო.

2011 წლის 21 მაისს თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების ცვლილების მსურველი რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციამ, მოგვიანებით, მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გადაინაცვლა, ხოლო 25 მაისს აქციის მონაწილეებმა პროტესტის გამოხატვა პარლამენტის შენობის წინ განაგრძეს.

2011 წლის 25 მაისსვე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა სისხლიანი ანგარიშსწორებისთვის მზადება დაიწყო.

დაახლოებით 23:30 საათზე ვანო მერაბიშვილის სამინისტროს სპეცრაზმელებმა და ზონდერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის სრული იზოლირება მოახდინეს, საიდანაც სურვილის შემთხვევაშიც კი გაღწევა შეუძლებელი იყო.

ზუსტად 23:58 წუთზე სპეცრაზმა და ზონდერებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით, მხუთავი აირითა და ფსიქოლოგიური ხმოვანი იარაღით აქციის მონაწილეების მიმართ შეტევა დაიწყეს.

როგორც მოგვიანებით გავრცელებული ვიდეომასალიდან გაირკვა, სპეცრაზმელებს და ზონდერებს პროტესტანტების სასტიკი ცემა, ასევე ყველა მამაკაცის დაპატიმრება ჰქონდათ ნაბრძანები.

იერიშის დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაქცეულმა აქციის მონაწილეთა ნაწილმა თავი კინოთეატრ „რუსთაველს“ შეაფარა, თუმცა დაახლოებით 1 საათში სპეცრაზმელებმა და ზონდერებმა კინოთეატრის შენობაც „აიღეს“.

სისხლიანი ანგარიშსწორების დროს ნაცემი იქნა რამდენიმე ათასი მოქალაქე, რამდენიმე ასეულ მოქალაქეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო რამდენიმე ათეულ მოქალაქეს სისხლის სამართლის წესით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლიან სპეცოპერაციას ოფიციალურად ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით დიდი იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930