26-05-2020
ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე მერიტჩელ ბატეტ ლამანია ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"მოგესალმებით,
გვსურს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, საქართველოს, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. საქართველოსა და ესპანეთს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები არსებობს. ჩვენი ქვეყნები მრავალი ასპექტით არიან ასევე დაკავშირებული ერთმანეთთან, მათ შორის არის ევროპული ღირებულებები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ასევე ღვინისადმი დიდი სიყვარული. გვსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ საქართველოსადმი მისი სოლიდარობისათვის და ასევე გამოვთქვათ იმედი, რომ რთული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ამ წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ისეთი ქართული ტრადიციული ნატიფი ღვინით, როგორიც არის „ქვევრის ღვინო“, რომელიც UNESCO-ს მიერ აღიარებულია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს"-ნათქვამია მისალოც წერილში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ასევე ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო გუტიერეს ლიმონესი.
"სენატის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯომარის რანგში მსურს მოგილოცოთ ქართველ ხალხს 26 მაისის ეროვნული დღესასწაული, დღე, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას აღნიშნავს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ესპანეთი და საქართველო ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობას, რათა ერთად დავძლიოთ კოვიდ - 19 გამოწვეული კრიზისი და ჩვენი ქვეყნებისთვის უკეთესი მომავალი შევქმნათ"-ნათქვამიას მისალოც წერილში.