გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

26-05-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მოკრძალებულად აღნიშნა. მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“ - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. 26 მაისი ისტორიული დღე გახლავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. გამარჯვებას, წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“-განაცხადა ბესიკ ტაბიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031