27-05-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის(ნაწილობრივ), ნიკოლოზ ჩაჩავას, კატო მიქელაძის, პეტრიწის, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი გელოვანის, კაკი ბაქრაძის, ივანე სარიშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ყუშიტაშვილის, გრიგოლ ფერაძის, გოდერძი ჩოხელის, გურამ ნიჟარაძის, ეგრისის დატარიელ გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ყაზბეგის გამზირის, საირმის გორას, საირმის, შმიდტის, ბურძგლას, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის, ხომლის და ტოგო გუდავას ქუჩების მაცხოვრებლები, 13 საათიდან 16 საათამდე ბობ უელშის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან14 საათამდე გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლები.