27-05-2020
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია 24 ივნისს რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრება.
"პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გამარჯვების აღლუმში, რომელიც 24 ივნისს რუსეთის დედაქალაქში გაიმართება. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბჟანიას აღლუმზე დასასწრებად მოსაწვევი გაუგზავნა",- იუწყება რუსული გამოცემა TASS პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ცნობისთვის, 9 მაისის თარიღთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსკოვში 24 ივნისს ჩატარდება.